საქართველოს მოქალაქეები დაკავება გალში - სუსი ინფორმაციას უარყოფს
გალში საქართველოს 18 მოქალაქის დაკავების შესახებ სუსი ინფორმაციას უარყოფს. ლილუაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები თბილისიდან უკან დაბრუნების შემდეგ გამოკითხვაზეც კი არავის დაუბარებია.
სუსის საინფორმაციოა ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელურთან დაკავშირებითაც საუბრობს და ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად აქვს.
ამასთან, ანთაძე იმედს იტოვებს, რომ ბეღელურიც და საქართველოს კიდევ 6 დაკავებულიც მალე გათავისუფლდებიან.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოვიკითხეთ აღნიშნულის ფაქტის შეასახებ და ამ ეტაპზე ანუ ამ საათის მდგომარეობით, მათ არ დაადასტურეს დაკავების ფაქტი. მიგვაჩანია, რომ ერთადერთი გზა, რათა მოხდეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის შედარებითი კომფორტის შექმნა, რათა მათ შიშის გაერშე შეძლონ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელება, ეს არის უკანონო დაკავებების ნულოვანი პოლიტიკა.
რაც შეეხება რამაზ ბეღელურის საკითხს, მას აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები. აღნიშნული ცნობილია ცხინვალელეი მონაწილეებისთვის. გვაქვს იმედი, რომ როგორც რამაზ ბეღელურის, ასევე 6 დანარჩენი უკანონო დაკავებულის შემთხვევებში, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევძლებთ გარკვეული ზემოქმედების მოხდენას, - ამბობს ირაკლი ანთაძე.
ამ წუთებში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ წინა შეხვედრიდან ამ დრომდე დაფიქსირებულია 9 გატაცების და 15 უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევა.