გიცხადებთ სოლიდარობას, ამ ბრძოლაში ერთად ვდგავართ - საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების წერილი

16.05.24 13:08
გიცხადებთ სოლიდარობას, ამ ბრძოლაში ერთად ვდგავართ - საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების წერილი

საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები სოლიდარობის წერილს ავრცელებენ - ახალგაზრდები საქართველოში მყოფ შვილების თაობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

ისინი მადლობას უხდიან ყველა იმ ქართველ სტუდენტს, რომლებიც ახლა ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგანან.

ძვირფასო სტუდენტებო საქართველოში,

ჩვენ, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები გიცხადებთ სოლიდარობას თქვენს გადაწყვეტილებაში, სასწავლო პროცესის ნაცვლად მონაწილეობა მიიღოთ საპროტესტო აქციებში მანამდე, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს არ გაიწვევს.

ჩვენ, თქვენთან ერთად ვდგავართ ამ ბრძლაში, ვინაიდან ის ყველა ჩვენთაგანისაა. ეს არის ბრძოლა დემოკრატიისთვის და ქართული, მაშასადამე ევროპული ღირებულებებისთვის.

თქვენი პროტესტი განასახიერებს ჩვენს საერთო მისწრაფებებს და სულისკვეთებას ჩვენი
ევროპული მომავლის მიმართ.

მადლობა ყველა ქართველ სტუდნეტს, რომ დღეს იქ დგას სადაც ჩვენ, უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტები, ვერ ვახერხებთ ყოფნას.

არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! კი ევროპას! საქართველო ევროპაა!

ურყევი მხარდაჭერით და სოლიდარობით, ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთიდან", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერები ნახეთ აქ