შელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მეზობელს სახის არეში ხელი დაარტყა - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

16.05.24 14:14
შელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, მეზობელს სახის არეში ხელი დაარტყა - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, თ.ს.-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, თბილისში, შალვა ნუცუბიძის მე-2 მ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს თ.ს.-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

"თ.შ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ​უკვე მიმართა", - წერია განცხადებაში.