"ეს ქვეყანა ჩვენია" - პარლამენტთან პროტესტის კვალის წაშლა დაიწყეს

16.05.24 15:15
"ეს ქვეყანა ჩვენია" - პარლამენტთან პროტესტის კვალის წაშლა დაიწყეს

პარლამენტთან პროტესტის კვალის წაშლა დაიწყეს - საკანონმდებლო ორგანოს სვეტებზე დატოვებულ სიმბოლურ წარწერებს თბილისის მერიის დასუფთავების თანამშრომლები დილიდან შლიან.

"ეს ქვეყანა ჩვენია" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ამ დევიზმა, როგორც ჩანს, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა და მოქმედებაზე გადავიდნენ.

"ქართული ოცნება", სავარაუდოდ, ხვალინდელი დღისთვის ემზადება, რადგან ყველას დააჯერონ, რომ თითქოს, ქვეყანაში არავინ არაფერს არ აპროტესტებს და რუსული კანონიც არავის არ მიუღია.

დაშინების, რეპრესიების და რუსული მეთოდებით ბრძოლის მიუხედავად, ქართველები გაჩერებას არ აპირებენ. პროტესტის ხმების გაგონება, უნდათ თუ არ უნდათ, ოლიგარქის პარტიის ლიდერებს დღეს, რამდენიმე საათში ისევ მოუწევთ.

ეს არის ნიშანი, რომ რუსები არიან აგონიაში. შეიძლება, წაშალო პროტესტის ნიშნები, მაგრამ ვერ წაშლიან საკუთარ ღალატს ჩვენი ქვეყნისა. ეს დარჩება ისტორიაში. ვერ გაგვაჩერებენ ვერც წაშლით და ვერც დაშინებებით, რომელსაც ბოლო პერიოდში ახორციელებენ. ეს პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ მოიპოვებს გამარჯვებას. როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ადამიანები თვეზე მეტია თვითდინებით გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ რუსულ კანონს. ეს არ გაჩერდება", - ამბობს აქციის მონაწილე.