"დედები შვილების თაობის მხარდასაჭერად" - 16:00 საათზე დედები მსვლელობას მოაწყობენ
რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის ემზადებიან - დღეს, 16 მაისს, 16:00 საათზე დედები მარშს მოაწყობენ.
"დედები შვილების თაობის მხარდასაჭერად" - ამ სლოგანით გაიმართება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე.
ამავდროულად, დღეს, 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ ერთხმად ეტყვიან ივანიშვილის გუნდის რუსულ კანონს არას.
ცნობისთვის, ხვალ, 17 მაისს საპროტესტო აქცია არ გაიმართება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სოციუმის გაკრვეული ნაწილი გარეთ გამოვა, ამიტომ მათი თქმით, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ხვალ აქციას არ გამართავენ.