"ოცნებისკენ" და ივანიშვილისკენ არის დარჩენილი დუგინი, პესკოვი, კანდელაკი, ლავროვი, პუტინი და ლუკაშენკო - ქადაგიძე
"ოცნებისკენ" და ივანიშვილისკენ არის დარჩენილი დუგინი, პესკოვი, თინა კანდელაკი, ლავროვი, პუტინი და ლუკაშენკო - ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ქადაგიძემ "პირველებთან" გააკეთა.
ქადაგიძე ამბობს, რომ მთელი ცივილური სამყარო ახლა ქართველი ერის გვერდით დგას, ხოლო ოლიგარქის ინიციატივას მხარს მხოლოდ რუსი პროპაგანდისტები უჭერენ.
ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ხელისუფლების პოლიტიკას "იზოლაციონისტურს" უწოდებს და აცხადებს, რომ საგარეო კურსის შეცვლით ქვეყანაში არასტაბილურობა დასადგურდება.
"ქართული ოცნებისკენ" და ივანიშვილისკენ არის დარჩენილი დუგინი, პესკოვი, თინა კანდელაკი , ლავროვი, პუტინი და ლუკაშენკო. ეს არის ის ხალხი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ღიად უჭერს მხარს. დანარჩენი მთელი მსოფლიო, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. ცალსახად აცხადებს, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის გვერდით. იზოლაციონისტურ პოლიტიკის, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს, შედეგი იქნება არასტაბილურობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ის ქაოსი, რომელშიც ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩართონ", - ამბობს ქადაგიძე.