ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, ოცნების" ამოცანაა, საქართველო კრიმინალური, ფულის გასარეცხ ქვეყნად გადააქციოს - ანა ნაცვლიშვილი

16.05.24 16:51
ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, ოცნების" ამოცანაა, საქართველო  კრიმინალური, ფულის გასარეცხ ქვეყნად გადააქციოს - ანა ნაცვლიშვილი

"ქართული ოცნების" ამოცანაა, საქართველო  კრიმინალური, ფულის გასარეცხ ქვეყნად გადააქციოს" - ამის შესახებ "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

პარლამენტის წევრი იმ საერთაშორისო მხარდაჭერაზე საუბრობს, რომელსაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეები ევროპელი მეგობრებისგან გრძნობენ. 

ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქვეყნის ღალატის გამფორმებელი" ხელისუფლების მიმართ წნეხი კვლავ გაგრძელდება. 

მოქმედი ხელისუფლება უსმენს კრემლს და არა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მყარად აქვთ გაცხადებული, სურვილი, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს"- ამბობს ნაცვლიშვილი. 

მისი თქმით, "რუსული კანონის მიმღებმა ხელისუფლებამ ნიღბები  სრულად ჩამოიხსნა". 

ახლა ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროცესში იყო., არამხოლოდ რუსული კანონის მეორედ შემობრუნება, არამედ ივანიშვილის საჯაროდ გამოსვლა, სადაც მან მოხაზა, სად წარმოუდგენია საქართველოს როლი - ღიად თქვა, რომ ეს არ არის საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული, სრულუფლებიანი ნაწილი, რომელიც თავისი სახელმწიფო მოწყობით, სახელმწიფო ინსტიტუტებით, თავისი კანონებით არის თანამედროვე სახელმწიფო. არა, აქ არ წარმოუდგენია ივანიშვილს საქართველო, მას უნდა, ეს ქვეყანა ოლიგარქს დაქვემდებარებული ტერიტორია იყოს"- აცხადებს ნაცვლიშვილი.