არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - თბილისში დედების მარში იმართება

16.05.24 17:02
არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - თბილისში დედების მარში იმართება

 

არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - თბილისში დედების მარში იმართება. რუსული კანონის წინააღმდეგ და შვილების თაობისს დასაცავად, ქალები ერთიანდებიან.  

დედები მსვლელობით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მიემართებიან. პროტესტის რეჟიმში გადასულ მშობლებს გადაწყვეტილი აქვთ ხელისუფლების რუსული ქმედებები გააპროტესტონ და უთხრან არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთს აახლოებს და ევროპას აშორებს. 

თბილისი დღესაც პროტესტის ავანგარდშია მოქცეული. რუსული კანონის მიმღებ ხელისუფლების ლიდერებს დღესაც მოუწევთ საქართველოს მოქალაქეების ხმების მოსმენა. პროტესტისთვის ემზადებიან ახალგაზრდებიც.