კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - სკოლის მოსწავლეების აქცია ბათუმში

16.05.24 17:10
კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - სკოლის მოსწავლეების აქცია ბათუმში

 

არა რუსულ კანონს - ბათუმში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში 10 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეეები გავიდნენ.

ანტირუსული დემონსტრაციის მონაწილეები ამ წუთებში ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

"თავისუფალი ქვეყნის შვილები აქ დღეს შევიკრიბეთ , რათა შევაჩეროთ ის რეალობა, რაც მიგვერეკება რუსეთისკენ. რუსეთი ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი არჩევანია თავისუფალი ევროპა. ჩვენ გვინდა ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს აქ მარტონი არ ვართ, ჩვენს გევრდით დგანან ჩვენი მშობლები და მასწავლებლებლები", - ამბობს აქციის მონაწილე სკოლის მოსწვალე.