"აქ ვარ, რათა მათ გვერდით დავუდგე" - კახა კინწურაშვილის მხარდაჭერა თეატრალურის გაფიცულ სტუდენტებს
კახა კინწურაშვილის მხარდაჭერა თეატრალურის გაფიცულ სტუდენტებს - უნივერსიტეტში დღეს მსახიობი პირადად მივიდა და პირადად უთხრა სტუდენტებს, რომ მათ გვერდით იქნება ყველა ბრძოლაში სცენასა თუ სცენის მიღმა.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაფიცულები. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს თავიანთ ცხოვრებაში, რომ ემსახურონ ხელოვნებას და ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი არის თანაგრძნობა და მე აქ ვარ, რომ მათ დავუგდე გვერდით და გავიზიარო მათი გაჭირვება, იმიტომ, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომელთან ერთადაც მე ვდგავარ სცენაზე და მომავლაშიც უნდა ვიყოთ ერთად და ერთად უნდა დავდგეთ სცენაზე", - ამბობს კახა კინწურაშვილი.