აქტივისტების სავარაუდო მოწამვლის მცდელობა ნარკოტიკებით - "პირველებს" შოკისმომგვრელ ამბავს უყვებიან
აქტივისტების სავარაუდო მოწამვლის მცდელობა ნარკოტიკებით - მომღერალი ვაკო ასათიანი "პირველებს" შოკისმომგვრელ ამბავს მის მეგობარზე უყვება. ირკვევა, რომ ახალგაზრდა ბიჭს აქციაზე წყლით სავსე ბოთლი მიაწოდეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტები იყო გახსნილი.
მაღალი წნევა, შფოთვა, ჰალუცინაცია - ამ სიპტომებით ახალგაზრდა აქტივისტის მდგომარეობა სახლში მისვლისთანავე დამძიმდა. ექიმებმა უთხრეს, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ვაკო ასათიანი ამბობს, რომ აუცილებელია რეაგირება და გამოძიების დაწყება.
ფრთხილად იყავით - მოუწოდებენ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გასულ მოქალაქეებს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით აფთიაქებიდან დიდი ოდენობით ფსიქტროპული მედიკამენტებია გატანილი.
14 მაისის აქციაზე ჩემმა მეგობრამა თავის ახლობელ გამოართვა წყალი, რომელსაც აუღია ვიღაც ადამიანისგან, რომელსაც ჩამოუვლია და დაურიგებია. ჩემმა მეგობარმა გახსნა და გვიან გავაანალიზეო, რომ ბოთლი არ იყო დალუქული, ხმა არ ჰქონდა და უცნაურად სავსე მომეჩვენაო. ამის შემდეგ, რომ წავიდა სახლში, გახდა ცუდად, გამოძახა სასწრაფო. სასწრაფოს უთქვამს, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ხარო. ჰქონდა ადრენალინის მაღალი დონე, წნევა ჰქოდნა მაღალი, ჰქონდა ჰალუცინაცია. მოგვიანებით გავიგეთ, რომ აფთიაქებიდან დიდი რაოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერებებია გატანილი. საკვებზეც იგივე თქვეს, დამრიგებლებისგან, ვინც არიგებს არ აიღოთო. ამ ყველაფერს უფრო მეტი ინფორმაცია და გამოძიება სჭირდება. საფიქრებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ადამიანების მხრიდან, ვის ინტერესშიც არ შედის დღევანდელი მოვლენების გაპროტესტება", - ამბობს ვაკო ასათიანის.