რეპრესიების ახალი სერია აქტივისტების წინააღმდეგ

16.05.24 20:35
რეპრესიების ახალი სერია აქტივისტების წინააღმდეგ

 

რეპრესიების ახალი სერია აქტივისტების წინააღმდეგ.  ექვს წლიანი  ციხისთვის სწირავენ  ახალგაზრდებს, რომლებმაც გომელაურის უწყების მტკიცებით,  ჯგუფური დანაშაული ჩაიდინეს და რუსთაველზე თუნუქის დროებითი კონსტრუქცია დააზიანეს. მუხლი კი რითაც გამოძიება დაიწყეს, სადაოა, რადგან ის საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.   შს სამინისტროდან დღეს მიანიშნეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ ბევრს დააკავებენ.

ბრალი  დაუმძიმეს ხელისუფლების  რეპრესიების კიდევ ერთ  მსხვერპლს გიორგი ოკმელაშვილს.   რუსული კანონის მოწინააღმდეგეს გამოძიება პოლიციელზე  ძალადობის გარდა ნარკოტიკული  ნივთიერების  მცირე რაოდენობის შენახვასაც ედავებიან.  ოკმელაშვილის სახლიდან და ოფისიდან ამოღებულია ტანსაცმელი, კომპიუტერები და მეხსიერების ბართები.  ადვოკატები ამბობენ, რომ კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი  რუსული კანონის გაპროტესტების გამო სამაგალითოდ  დასაჯეს, ბრალი კი მის წინააღმდეგ აბსურდია.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში