ძალადობა აქტივისტებზე და დაუსჯელი სპეცრაზმელები

16.05.24 20:42
ძალადობა აქტივისტებზე და დაუსჯელი სპეცრაზმელები

 

აქტივისტებზე გამოცხადებული ნადირობის ფონზე თავისუფალია ყველა სპეცრაზმელი, ვინც ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდა.  ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული აქტივისტები ყვებიან, რომ მათ სამართალდამცველები სასტიკად რამდენჯერმე  გაუსწორდნენ. ცემდენენ და აგინებდნენ. 
 რაც  უფრო მეტი დრო გადის, სპეცრაზმელების  წინააღმდეგ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ხდება საჯარო.   მხოლოდ ტვ პირველის მიერ  გადაღებული კადრებიდანაც კი შეიძლება მოძალადე ნიღბიანების  ვინაობის დადგენა. 

თუმცა კოკა კაციტაძის უწყება სპეცრაზმელების დანაშაულებებზე არ რეაგირებს.  არათუ დასაჯეს ვინმე, ჯერ ერთი სამართალდამცველის იდენტიფიცირებაც კი არ მოუხდენიათ. საგამოძიებო სამასხურის ხელმძღვანელი არც კი თვლის საჭიროდ, საზოგადოებას უთხრას, დაიწყო თუ არა კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით გამოძიება და  რა ეტაპზეა პროცესი. განგაშის სიგნალი დღეს პარლამენტის   ქალმა დეპუტატებმა  ჩართეს, რომლებმაც  ძალადობის ამსახველ კადრებს და ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.