"პრემიას ხელფასიდან ჩამოგაჭრითო..." - მარნეულის საბავშვო ბაღის პერსონალს „ოჯახის სიწმინდის დღეზე“ წასვლას აიძულებენ
ხვალ აქციაზე თუ არ წამოხვალ პრემიას ხელფასიდან ჩამოგაჭრითო - მარნეულის საბავშვო ბაღის პერსონალს „ოჯახის სიწმინდის დღეზე“ წასვლას აიძულებენ
რადიო "მარნეულს" ინფორმაცია მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა მიაწოდა. აქტივისტის განმარტებით ბაღის თანამშრომელი მას პირადად დაუკავშირდა და ბაგა-ბაღების გაერთიანების მხრიდან მუქარის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
ბაღის თანამშრომელი განმარტავს, რომ ორი დღის წინ პრემია მიიღო და დღეს გამოუცხადეს, რომ „ოჯახის სიწმინდის დღის“ აქციაზე უნდა წასულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პრემიას ხელფასიდან დაუკავებდნენ.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს მარნეულიდანაც შეუერთდებიან.