"გამყიდველები ბინების გაყიდვას აჩერებენ" - ლარის გაუფასურებამ ბიზნესი ეკონომიკურ შოკში ჩააგდო
საქართველოში ბიზნესი ეკონომიკურ შოკშია - ასე აფასებენ სავალუტო ბაზარზე ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მძიმე მოვლენებს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები.
დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო ორ დღეში შეჩერებულია უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.
ხელფასი არის ლარზე და საქართველოს მოქალაქე მას იღებს ლარში, ამიტომ, როდესაც ბინის ღირებულება არის ამ ეტაპზე 80 ათასი დოლარი და დავუშვათ უჯდებოდა 200 ათასი ლარი და ახლა უნდა დაუჯდეს დაახლოებით 300 ათას ლარამდე, თავისთავად ეს გამოიწვევს იმას, რომ მოთხოვნა შემცირდება. თუმცა, ბოლო ერთი დღის განმავლობაში მოგვმართა რამდენიმე ბინის გამყიდველმა და გვითხრა, რომ ისინი აჩერებენ ბინების გაყიდვას შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. პროგნოზირებადი არ არის ეს ვითარება, არ ვიცით ხვალ, ზეგ რა იქნება", - ამბობს ექსპერტი.
ლარის გაუფასურება საგრძნობლად აისახა სამშენებლო მასალებზეც. მათი ფასი საგრძნობლად მომატებულია, რაც საქართველოს ბაზარზე ექსპერტებს პანიკის საფუძველს აძლევთ.
ერთ დღეში 20 თეთრით გაუფასურდა ლარი. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი პირდაპირ შოკში ვარდება ამ დროს. განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესი, რადგან სამშენებლო მასალების უმეტესობა საქართველოში ნაკლებად იწარმოება და თუ იწარმოება დოლარის ექვივალენტით იყიდება. მაგალითად რკინა არმატურა, რომელიც ღირს 800 დოლარამდე, ის ამ ეთ დღეში ერთი ტონის ფასი დაახლოებით 200 ლარზე მეტით გაძირდა", - ამბობს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.
ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე - ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. როგორც სებ-ში აცხადებენ, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ "აჟიოტაჟურ პროცესებთან" დაკავშირებით მიიღო.
ეს ყველაფერი არ არის. ლონდონის ბირჟაზე ეცემა ქართული კომპანიების აქციები, საქართველოში კი ბიზნესი ყოველდღიურად მილიონებს კარგავს. "ქართული ოცნების" რუსულმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.