"რეზერვები 11%-ით უფრო ნაკლებია" - ეროვნულ ბანკს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელენ
ეროვნულ ბანკს სიცრუის ტირაჟირებაში ამხელენ - ლარის ელვისებური გაუფასურების გამო, ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა ეკონომისტების თქმით, ეს ასე არ არის.
თუ ამ წლის მაჩვენებლს გასული წლისას შევადარებთ, 11 პროცენტიანი კლებას მივიღებთ. შემცირებულია ვალუტის შემოდინება ქვეყანაშიც.
ეკონომისტების თქმით, ის, რომ რუსულმა კანონმა საქართველოს ეკონომიკაზე დარტყმა და რყევები არ მოახდინა, ტყუილია.
დღეს რეზერვები 11 პროცენტით უფრო ნაკლებია, ვიდრე რამოდენიმე თვის წინ იყო, ამიტომ, როდესაც ამბობ, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არის, უნდა იყო იმაზე მეტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. ეს ასე არ არის, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვები ცოტა აქვს. 4 მილიარდამდე აქვს რეზერვები და ღმერთმა ნუ ქნას ამის გამოყენება დასჭირდეს. ეს კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის. ამასთან, რომ შევხედოთ ჩვენს ტენდენციებს ვაჭრობაში, საქართველოს ექსპორტი მცირდება, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი უარესდება, ფულადი გზავნილები მცირდება. რუსული კანონის მიღების შემდეგ ასევე ბევრი ბიზნესმენი საუბრობს, რომ ინვესტიციები შემცირდება, ამიტომ ის პათოსი, რასაც ეროვნული ბანკი აჟღერებს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და ნუ გეშინიათ, ეს დროებითი და თითქოს რუსული კანონი არ იწვევს დიდ რყევებს და დიდი დარტყმა არ არის, ტყუილია", - ამბობს ეკონომისტი.
ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე - ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. როგორც სებ-ში აცხადებენ, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ "აჟიოტაჟურ პროცესებთან" დაკავშირებით მიიღო.
ეს ყველაფერი არ არის. ლონდონის ბირჟაზე ეცემა ქართული კომპანიების აქციები, საქართველოში კი ბიზნესი ყოველდღიურად მილიონებს კარგავს. "ქართული ოცნების" რუსულმა პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.