გიორგი ოკმელაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია - პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

17.05.24 12:04
გიორგი ოკმელაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია - პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს

გიორგი ოკმელაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია ამ წუთებში ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოა, სადაც კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის პროცესი იწყებაა. ანტირუსულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმის გარდა, ნარკოტიკული ნივთიერების შენახავს ედავებიან. შინნაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებებს ოკმელაშვილის სახლში მიაგნეს. 

ადვოკატები ფიქრობენ, რომ სარეკლამო კომპანიის დამფუძნებლის წინააღმდეგ შურისძიება და რეპრესიებია დაწყებული, რადგან მან გაბედა და რუსული კანონი ქუჩიდან გააპროტესტა. ინტერესების დამცველი გეგმავს, პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ოკმელაშვილი მოსამართლესმ ყველაზე მკაცრი აღკევთის ღონისძიების გარეშე დატოვოს. 

ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს და  პოზიციას პროცესზე მოისმენთ ბრალდებულის მხრიდან. ჩხრეკისას ამოიღეს ორი აბი გარკვეული ნივთიერება, რომელიც მცირეოდენობით შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. შუამდგომლობას როესაც პროკურორი წარმოადგენს, გავიგებთ რას ითხოვს, თუმცა ჩვენი პოზიციცია იქნება, რომ პატიმრობა არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში გამოყენებული, იმიტომ, რომ უკდურესი ღონისძიებაა და ამის აუცილებლობა არ დგას. პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი, - ამბობს ადვოკატი.