სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და კაცი მოიყოლა

17.05.24 11:39
სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და კაცი მოიყოლა

უბედური შემთხვევა ქობულეთში - სოფელ კვირიკეში შუა ხნის მამაკაცი ფერდობის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. მამაკაცი მიწის მასამ მოიყოლა.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი სანიაღვრე სამუშაოებს კერძო მესაკუთრესთან ასრულებდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.