ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას პრორუსი რადიკალები მიუძღვებიან
5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები რუსთაველის გამზირზე - პრორუსული პარტია ალტ-ინფო მსვლელობით შეუერთდა 17 მაისის ღონისძიებას.
მსვლელობა ქაშუეთის ტაძრიდან საპატრიარქოსკენ უკვე დაიწყო და მას წინ ალტ-ინფოს ლიდერები მიუძღვებიან.
"ვიკრიბებით საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი და უწმინდესის კურთხევას ვასრულებთ. დღევანდელ დღეს არ იქნებაინ არც გათხოვილი კაცები და არც გაქირავებული ქალები. მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ საქართველოში არის საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია ვიძახით, რომ 17 მაისი უნდა იყოს უქმე დღე და კარგია რომ წელს უქმედ გამაოცხადეს", - ამბობს კოკა მორგოშია.
მსვლელობის დასასრულს სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდება.
ამასთან, როგორც ცნობილია, დღეს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში.
ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.