თსუ-ს რექტორი "ოცნების" ნარატივს იმეორებს - ჯაბა სამუშია ამტკიცებს, რომ რუსული კანონი ქართულია
თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის რექტორი "ქართული ოცნების" ნარატივში ჩაჯდა. ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ რუსული კანონი ქართულია. ქვეყნის ნომერ პირველი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელძღვანელს დღეს გაუჭირდა იმ ძალადობის დაგმობა, რომლის გამოც, მათ შორის, მისი სტუდენტებიც დაშავდნენ.
დღეს სამუშიას რუსული კანონის მოწინაღმდეგე სტუდენტებისთვის ახსნა-განმარტებებს ჩაბარება მოუწია. ახალაგზრდებს, ვინც დღეს და ღამეს ქუჩაში ათევენ, რათა ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინონ, აინტერესებდათ, რატომ მოხვდა თსუ ანტირუსული აქციების მადისკრედიტირებელი განცხადების ხელმომწერი.
ჯაბა სამუშია აღიარებს, რომ ხელი რექტორტთა განცხადებაზე თავად მოაწერა. რექტორი ამტკიცებდა, რომ განცხადება აპოლიტიკურია, მისი ხელმოწერა კი მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მას სურდა, უნივერსიტეტეში სწავლა შეუფერხებლად გაგრძელებულიყო.
სტუდენტებს ასევე სამუშიასგან აინტერესებდათ პასუხი კითხვაზე, არის თუ არა კანონი რუსული, რაზეც რექტორმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა. მან ახალგაზრდებს მისცა პირობა, რომ უნივერსიტეტის სივრცეში იმ ლექტორების და პროფესორების უფლებებს დაიცავს, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, თუმცა ღიად მაინც ვერ დაგმო ის ძალადობა, რომელიც აქციებზე სტუენტების და ლექტორების ნაწილზე მიმდინარეობს.
ევროინტეგრაციას საქართველოში არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა და საქართველო არავითარ შემტხვევაში სხვა გზას არ აირჩევს. თქვენ დაარღვიეთ ჩვენი ახალგაზრების ფორმატი და ეს არის ძალიან ცუდი, - უთხრა ჯაბა სამუშიამ „პირველებს“.
სტუნდენტები ამბობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ უნივერსიტეტის რექტორი საკუთარ პოზიციას მკაფიოდ დააფიქსირებდა და იტყოდა, რომ კანონი რუსულია.
მე რჩები იმ პოზიციაზე, რომ უნივერსიტეტის მხრიდან უნდა დაფიქსირდეს პოზიცია ად ვუერთდები იმ ლექტორს, რომელმა აღნიშნულ მოთხოვნას ხელი მოაწერა. ვფიქრობთ, სწორი იქნებოდა, ბატონ ჯაბას კანონისთვის რუსული რომ ეწოდებინა. ჩვენ კვლავ ვითხოვთ აღნიშნული დოკუემნტიდან ხელმოწერის გაწვევას, - ამბობენ სტუდენტები.