რუსული კანონის ეფექტს ბიზნესი უკვე გრძნობს - სავალუტო ბაზარზე პანიკაა
ეროვნული ბანკის მცდელობები დღესაც უშედეგოდ დასრულდა. ლარი ისევ გაუფასურებულია, სავალუტო ბაზარზე ისევ პანიკაა. ეს ყველაფერი კი ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირების წინაპირობა ხდება. რეზერვების გაყიდვამ, ფაქტია, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ვერ შეცვალა. ეს ყველაფერი კი, პირველ რიგში, ხალხის ჯიბეებს არტყამს. კრიზისი იწყება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებითაც.
გაკოტრების ზღვარზე არიან სასტუმროები, სადაც ჯავშნები ბოლო რამდენიმე დღეა ერთმანეთის მიყოლებით უქმდება. რუსულმა კანონმა და დაანონსებულმა სანქციებმა დააფრთხო ინვესტორებიც. მსხვილი ბიზნესმენები უცხო ქვეყნებიდან უარს ამბობენ საქართველოსთან თანამშრომლობაზე. რუსულმა კანონმა მილიონობით ლარი უკვე დააკარგინა იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ოპერირებენ და ეს მხოლოდ დასაწყისია. ივანიშვილის ხელისუფლების რუსული თამაშის კიდევ უფრო მძიმე შედეგები წინ არის.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.