"ოთხნი იყვნენ ნიღბებში" - ლუკა შველიძეს თავს დაესხნენ
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე პირებზე თავდასხმა გრძელდება - ამჯერად ე.წ. სიკვდილის ბრიგადები ლუკა შველიძეს სახლთან დახვდნენ.
სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, რომ შველიძეს ოთხი ნიღბიანი დაესხა თავს, თუმცა მიუხედავად ანგარიშსწორებისა, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე. ოთხნი იყვნენ ნიღბებში (ეგრე მიდიან ლაჩრულად, 4 ან 5 ერთზე).
ლუკა თავს კარგად გრძნობს, მოახერხა იმ ნაბიჭვრებისგან თავის დაცვა, მაგრამ ფაქტია, არ ჩერდებიან ეს ნაბიჭვრები.
"ქართული ოცნება" - მალე დასრულდებით - წერს ტიტე გედენიძე.
განახლება: აქტივისტი, ლუკა შველიძე განხორციელებულ თავდასხმას ადასტურებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. შველიძე წერს, რომ მიუხედავად ანგარიშსწორებისა, თავს მხნედ გრძნობს.