"დაასანქცირეთ ივანიშვილი" - ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა მასშტაბური აქცია გამართეს

17.05.24 21:31
"დაასანქცირეთ ივანიშვილი" - ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა მასშტაბური აქცია გამართეს

"დაასანქცირეთ ივანიშვილი" - ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა მასშტაბური აქცია გამართეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ევროკომისიის წინ შეიკრიბნენ და ქართველი ოლიგარქის დაუყოვნებლივ დასანქცირება მოითხოვეს.

1. დაუწესდეს პირადი ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვა საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ოლიგარქ ბიძინა ივანისშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, მისი როლისა და გავლენისთვის საქართველოს მმართველ პარტიაზე, მთავრობასა და დემოკრატიის მოშლაში, როგორც ეს უკვე აღინიშნა ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში.

2. დაუწესდეს პირადი ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვა საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, მმართველი გუნდის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის ინიციატორები და მხარდამჭერები, შესაბამისად, წვლილი მიუძღვით საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაში.

3. მოითხოვონ კანონპროექტის უპირობოდ გაწვევა. კანონპროექტის ადაპტირების პროცესის მხარდაჭერა, ქართული საზოგადოების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ იმუშავებს.

4. გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა", - ამბობენ აქციის მონაწილეები.