"დასანქცირდეს ივანიშვილი და რუსული კანონის მხარდამჭერი 84 დეპუტატი" - საპროტესტო აქცია ამსტერდამში გაიმართა
"დასანქცირდეს ივანიშვილი და რუსული კანონის მხარდამჭერი 84 დეპუტატი" - საპროტესტო აქცია ამსტერდამში გაიმართა.
ემიგრანტები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდნენ და კიდევ ერთხელ ერთხმად უთხრეს უარი "ქართული ოცნების" ინიციატივას.
გავაგონოთ ჩვენს ხელისუფლებას რომ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ვეწინააღმდეგებით რუსულ კანონს. ეს არ არის ქართული კანონი, ეს არის რუსული კანონი. არა რუსულ კანონს!” - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.