პარტნიორებისთვის თითების ქნევა და ნიშნის მოგებით საუბარი "ოცნებისთვის" კატასტროფული შედეგებით დასრულდება - ქადაგიძე

17.05.24 23:57
პარტნიორებისთვის თითების ქნევა და ნიშნის მოგებით საუბარი "ოცნებისთვის" კატასტროფული შედეგებით დასრულდება - ქადაგიძე

"პარტნიორებისთვის თითების ქნევა და ნიშნის მოგებით საუბარი "ოცნებისთვის" კატასტროფული შედეგებით დასრულდება" - ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ქადაგიძემ "დღის ამბების" ეთერში გააკეთა.

ქადაგიძე საქართველოს პრემიერს ივანიშვილის მარიონეტს უწოდებს და ამბობს, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.

"არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი რუსული რეჟიმის დასასრულებლად" - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და საზოგადოებას 2024 წლის არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

სრულიად აზრს მოკლებულია. ეს არის ოლიგარქის მარიონეტი პრემიერ-მინისტრი. უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ კეთროვანი გახდა მთლიანად მთავრობა, პარლამენტი, ეს რეჟიმი ცივილიზებული სამყაროსთვის. იმედი მაქვს, ხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან. მსოფლიო ეკონომიკის ნახევარი არის მარტო ევროკავშირი და ამერიკა და ეს თითების ქნევა, ნიშნის მოგებით საუბარი, უნდა ხვდებოდეს, რომ კატასტროფული შედეგებით დასრულდება მათთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შედეგები კატასტროფული არ იყოს ამ ქვეყნისთვის. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გადათქვან საკუთარი აზრი, გაიწვიონ ეს კანონი უკან და შეგვარგონ ევროპის ჩემპიონატი. მერე შევხვდებით არჩევნებზე და ეს ხელისუფლება, რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს არჩევნების გზით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნის მშვიდობიანი და სწორი განვითარებისთვის", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.