"ერთ დღეს ყველა ერთად გავიღვიძებთ ევროპაში" - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში

18.05.24 12:20
"ერთ დღეს ყველა ერთად გავიღვიძებთ ევროპაში" - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიუნხენში

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა მიუნხენში - გერმანიის ქალაქში ქართველი ემიგრანტები შეიკრიბნენ. ათობით ქართველმა, მიუნხენის ცენტრში საქართველო-ევროკავშირის დროშები და ანტირუსული ბანერები გაიტანეს. იძულებით, შრომით მიგრაციაში წასული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები "ოცნების" ხელისუფლებას ევროპის ცენტრიდან მოუწოდებენ რუსული კანონი უკან გაიწვიონ და ქვეყანა ევროპულ რელსებზე დააბრუნონ.

მინდა, რომ ჩემი შვილები მაინც ცხოვრობდნენ ისეთ საქართველოში, სადაც ექნებათ იმის საშუალება, რომ ისეთი სრულყოფილი განათლება მიიღონ, როგორიც ევროპაშია. ამ რამდენიმე დღეში შემზარავი კადრები ვნახეთ, რასაც პოლიციელები აკეთებენ, ეს არაფერში არ ჯდება. პოლიცია აღარ არის ის ძალა, რომელიც დაგვიცავს, ის გახდა ძალა, რომელიც აქეთ ჩვენ გევმტერება. გაუმარჯოს საქართველოს და იმედი მაქვს, ერთ დღეს ყველა ერთად გავიღვიძებთ ევროპაში ", - ამბობენ ემიგრანტები.