ფიზიკური ანგარიშსწორება რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებზე - ვინ ჩანს კადრებში

18.05.24 13:25
ფიზიკური ანგარიშსწორება რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებზე - ვინ ჩანს კადრებში

 

 

 

ანგარიშსწორება წიხლებით, თავში მუშტების და ბოთლების ჩარტყმით - ამ მეთოდებით გაუსწორდა პრემიერ კობახიძის დაცვის სადარაჯოზე მყოფი "ოცნების პარტაქტივი" მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს. ხალხს რომ არ ამოეცნოთ, პირბადეები გაიკეთეს, თუმცა "პირველებმა" კადრებში "ოცნების" ახალგაზრდულის წევრი ნიკოლოზ მელიქიშვილი ამოიცნო .

ცოტა ხნის წინ უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან - პრემიერის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა (ვიდეო)

მოძალადეეე ახალაგზრდები გამეტებით ურტყავდნენ  სტუდენტებს, თუმცა პოლიციას არც ერთი მათგანი, არა თუ დაუკავებია, არამედ ადგილიდანაც არ განარიდეს. პირიქით, საპატრულო პოლიციის შეფმა, გოგა მემანიშვილმა პროვოკატორები ეძახა დაზარალებულ სტუდენტებს. 

ნაწილმა კი თქვა, რომ ადგილზე არც ძალადობა დაუნახავთ და არც ფიზიკურ აანგარიშსწორებას ჰქონია ადგილი.