"რა თავდასხმაზე საუბრობთ, არაფერი მინახავს" - პოლიცია თსუ-სთან რუსული კანონის მოწინააღმდეგ სტუდენტების ცემაზე
ფიზიკური ანგარიშსწორება რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებზე - პოლიციას უნივერსიტეტთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საქმე არ აღუძრავს, მეტიც, თსუ-სთან მობილიზებული სამართლალდამცველები "პირველებთან" ამბობენ, რომ არაფერი არ დაუნახავთ და ვერ ხვდებიან რა დაპირისპირებაზეა საუბარი.
რა თავდასხმაზე საუბრობთ, არაფერი არ მინახავს", - ამბიბს პოლიციელი"
მოძალადე ახალაგაზრდები გამეტებით ურტყავდნენ სტუდენტებს, თუმცა პოლიციას არც ერთი მათგანი, არა თუ დაუკავებია, არამედ ადგილიდანაც არ განარიდეს. პირიქით, საპატრულო პოლიციის შეფმა, გოგა მემანიშვილმა პროვოკატორები ეძახა დაზარალებულ სტუდენტებს.
ჩვენ გევუბნებიან, რომ უნივერსიტეტი გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკიდან და თავად აკეთებენ ამ ყველაფერს. რაც შეეხება აქ მომხდარ ფაქტს, ეს არის კატასტროფა. ასე იქცევა ხელისუფლება, როდესაც დასასრულის დასაწყისი აქვთ. რაც შეეხება პოლიციას, მე არ ვიცი მათ ჰქოდნათ თუ არა ინფორმაცია და ელოდნენ თუ არა ამ რაოდენობას თუ არა, თუმცა ეს იყო არარელევანტური რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც აქ ხდებოდა", - ამბობს სტუდენტი.
რეალურად აქ იმიტომ მოვინენ, რომ თავიანთი პატარა კაცი დაიცვან, მეტი არაფერი გაუკეთებიათ მათ", - ამბობს სტუდენტი
ცოტა ხნის წინ უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან - პრემიერის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა (ვიდეო)