მიუღებელია ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე - თსუ-ს დეკანი დღევანდელ ანგარიშსწორებაზე
მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს - ასე ეხმაურება თსუ-სთან მომხდარ დღევანდელი ძალადობის ფაქტს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია სოციალურ ქსელში .
ზარანდია ხაზგასმით აცხადებს, რომ ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით დგას, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს.
საქართველოს ერთადერთი არჩევანი არის ევროპული გზა. ჩემი პირადი ისტორია რუსეთთან დაკაშირებულია რუსეთის ოკუპაციასთან. მე მაშინ სწორედ სტუდენტურ ასაკში ვიყავი, როდესაც საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დავრჩი.
მინდა გამოვხატო ჩემი სიამაყე განსაკუთრებით ჩვენი ფაკულტეტის არაჩვეულებრივი სტუდენტების მიმართ, იმ კრიტიკული, პატრიოტი ადამიანების მიმართ, რომლებიიც არიან ჩვენი სამშობლოს მომავალი. მათი ხედვები და მიდგომები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება შეძლებს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობას.
მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, მით უფრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩრდილს აყენებს უნივერსიტეტს. ძალადობას არანაირი ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში.
მე ყველა იმ ახალგაზრდის გვერდით ვარ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პატრიოტიზმით და პასუხისმგებლობით აშენებს", - წერს ზარანდია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან - პრემიერის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა (ვიდეო)