სავარაუდოდ, სამჯერ გაყალბებული დოკუმენტი და მიქაუტაძის შეცვლილი განცხადება - ხმაურიანი სხდომის დეტალები
სავარაუდოდ, სამჯერ გაყალბებული ერთი დოკუმენტი სასამართლო სხდომაზე და შეცვლილი განცხადება - გიორგი მიქაუტაძე დიდ შარში გაეხვა.
კლანთან დაახლოებული მოსამართლე ჯერ ამტკიცებდა, რომ დიდი ვილა დედის ნაჩუქარი ფულით გაარემონტა, შემდეგ კი დადგინდა, რომ მოსამართლის დედას საზოგადოება სააქციო საზოგადოება „ბახტრიონიდან„ სადავო თანხაზე ბევრად ნაკლები ჰქონდა მიღებული. როდესაც ამ ფაქტებზე მაია მწარიაშვილმა ღიად ისაუბრა, დღეს მიქაუტაძის მხარემ, პროცესზე სულ სხვა დოკუმენტი წარადგინა, ისიც "ბახტრიონისგან" გაცემული.
სასამართლოზე დღეს მაია მწარიაშვილის უფლებადამცველებმა 5 შუამდგომლობა დააყენეს, რომელთაგან მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა მხოლოდ ერთი შუამდგომლობა დააყენა.
მთავარი შუამდგომლობა ეხებოდა სააქციო საზოგადოება „ბახტრიონის" მიერ ცნობის გამცემების დაკითხვას, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ასევე, დაცვის მხარემ პროცესზე მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, რადგან მათი თქმით, წლების წინ მოსამართლე კოჭლამაზიშვილი და მიქაუტაძე ერთამენთს იცნობდნენ. ეს შაუმადგომლობაც ასევე არ დაკმაყოფილდა.
მაია მწარიაშვილი, რომელსაც მოსამართლე ცრუ ფაქტების გავრცელებაში ადანაშაულებს, პირდაპირ ამბობს, რომ კლანთან დაახლოებულმა მოსამართლემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ "ბახტრიონის" მიერ გაცემული ცნობა იყო ყალბი და დაადასტურა ისიც, რომ დედის შემოსავალი 2020-22 წელს თვიურად 17 ათასი არ იყო.
მწარიაშვილის თქმით, მიქაუტაძე ახლა ამბობს, რომ დედის შემოსავალი წლიურად იყო ამ ოდენობის და არა თვიურად.
მთავარი დოკუმენტი მიქაუტაძის აქამდე იყო სააქციო საზოგადოება „ბახტრიონის" აი ეს ცნობა, რომლებზე დაყრდნობითაც მიქაუტაძე ამტკიცებდა, რომ მისი დედის თვიური დივიდენდი იყო 17 ათასზე მეტი. ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტები, რაც კატეგორიულად გამორიცხავდა ამ ციფრს. ამ თემაზე პროკურატურასაც მივმართე ყალბი დოკუმენტის თაობაზე გამოძების დაწყების მოთხოვნით. ამიტომ არ დააკმაყოფილა სასამართლომ ჩემი ცნობის, აქამდე ვარაუდი იყო და ახლა უკვე მტკიცებულება მაქვს, რომ ეს ცნობა ყალბია, ამ ცნობის გამცემების დაკითხვების შუამდგომლობა. სამაგიეროდ დღეს მიქაუტაძის წარმომადგენელმა შემოაცურა პროცესში ახალი დოკუმენტი, ისევ ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული. ეს სააქციო საზოგადოება „ბახტრიონი" არის მიქაუტაძის კანტორა. მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ ეს ცნობა იყო ყალბი და დაადასტურა ის, რასაც ვამბობ მე, რომ დედამისის შემოსავალი 2020-22 წელს თვიურად არ იყო 17 ათასი, ახლა ამბობს, რომ წლიურად იყოო, წარმოგიდგენიათ?"- ამბობს მწარიაშვილი.
უსაფუძვლო გამდიდრებაში ბრალდებული მიქაუტაძე თბილისის ყოფილ პროკურორს ცრუ ფაქტების გავრცელებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანისთვის სიმბოლურად 14 ლარს ითხოვს.
ოფიციალური დოკუმენტებით, რომელიც თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ გიორგი მიქაუტაძემ დედის მფლობელობაში არსებული კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, გააყალბა.
ირკვევა, რომ მიქაუტაძის დედამ, რომელიც კომპანია "ბახტრიონის" მეწილეა, ორი წლის განმავლობაში რეალურად იმაზე რვაჯერ ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ეს კომპანიის დოკუმენტებშია მითითებული.