სასტიკი მკვლელობა სენაკში - ვინ არის ბრალდებული და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

21.05.24 17:27
სასტიკი მკვლელობა სენაკში -  ვინ არის ბრალდებული და რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ?

სასტიკი მკვლელობა სენაკში -  განზარხ მკველობისთვის დაკავებული ლუკა სარია ციხეში გაუშვეს. დაცვის მხარე  21 წლის ბიჭის 15 000 ლარიანი გორაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა ის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, ახალგაზრდა წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. 2021 წელს სარია ქურდობის მჯუხლით, გასულ წელს კი ცივი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. 

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულის პოზიციას, ბრალდებული ამტკიცებს, რომ დაკავებისას პოლიციამ მასზე ფიზიკურად იძალადა. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე, 19 მაისს, გამთენიისას მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები