ძალადობა ჟურნალისტებზე - სასამართლომ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა

17.07.21 13:30
ძალადობა ჟურნალისტებზე  - სასამართლომ  ორ პირს პატიმრობა შეუფარდა

„ტვ პირველის“ ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ  მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულების მიმართ  პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.