მდინარე ვერე ადიდებულია - წყალმა ავტომობილი წაიღო
მდინარე ვერე ადიდებულია. ცოტა ხნის წინ წყალმა ავტომობილი წაიღო. მაშველებემა მძღოლის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა მოახერხეს. მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გეოლოგები გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებენ, სასრაფოდ გამოაქვეყნოს ინფორმაცია ნალექის რაოდენობის შესახებ, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე დაკვირვებით ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ წყლის დონე დასაშვებზე სამჯერ მეტია.