ადიდებული მდინარეები და განადგურებული მოსავალი - კახეთი სტიქიას ებრძვის
სტიქიაა კახეთშიც. უხვმა ნალექმა გაზისა და წყალმომარაგების სისტემები დააზიანა. დაზარალებულია ათობით ოჯახი. ადიდებულია და ჯებირებიდან გადმოდის მდინარეები - ალაზანი, თურდოს ხევი, ჭიჭაყვი და სტორი. პრობლემები სოფელ ფშაველში, ქვემო ხოდაშენში, ყარაჯალასა და წინანდალში შეექმნათ.
თურდოს ხეობაში უხვმა ნალექმა სასმელი წყლის მილები წაიღო და სათავე ნაგებობა დატბორა. სწორედ ამ სადგურით მარაგდება სასმელი წყლით თელავის მოსახლეობა.
დაიტბორა, ყველაფერი გაფუჭდა ყანებიც, აგერ, საზამთროები დათესილი, ვენახები... ყველაფერი გაფუჭდა, არაფერი აღარ არის... მთელი ღამე წვიმდა, მოსავლის გარეშე დარჩა ხალხი, - ამბობს ადგილობრივი.