ბერლინში ქართველი ემიგრანტების აქციას მიხაილ როთი შეუერთდა
ბერლინში ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების აქციას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე შეუერთდა. მიხაილ როთმა შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვება ქართველი ხალხის დამსახურებაა.
არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ ჩვენი სოციალური სტატუსით, რელიგიური შეხედულებებით თუ სხვა რაიმე ნიშნით, მთავარია, რომ უნდა ვიყოთ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც არ გვექნება შიში არავის, რომ ჩვენს მიმართ იქნება რეპრესიები ან ა.შ. სადაც იქნება სამართლიანობა და დემოკრატია და ასეთია ევროპა. ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ, სადაც არ გვექნება შიში იმისა, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, დიდი მადლობა რომ აქ ხართ ყველანი, - განაცხადა მან.