სანქციებით დაზაფრული მთავრობა და რკინის ჯებირებში მოქცეული კრიტიკული მედია - როგორ ჩაიარა 26 მაისის ღონისძიებამ

26.05.24 20:27
სანქციებით დაზაფრული მთავრობა და რკინის ჯებირებში მოქცეული კრიტიკული მედია - როგორ ჩაიარა 26 მაისის ღონისძიებამ

 

 

თავისუფლების მოედანზე საზეიმოდ მისულ ხელისუფლებას განწყობა ამხელდა. სანქციებით დაზაფრული სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი იზოლაციაში იყო. პოზირებდნენ მხოლოდ სამთავრობო მედიასთან. კრიტიკული არხების ჟურნალისტები რკინის ბარიერების მიღმა დატოვეს, რომ მათთვის კითხვები არ დაესვათ. როცა შერჩევითი დამოკიდებულება ჟურნალისტებმა გააპროტესტეს და ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ილაპარაკეს, იძულებული გახდნენ, თავისუფალ მედიასთან წულუკიანი გამოეჩინათ.

"ოცნების" წევრებს ხალხისგან დღეს სამართალდამცველები და სავარაუდოდ, დეპუტატ რიმა ბერაძის მობილიზებული ტიტუშკები იცავდნენ. დაკვეთა ასეთი იყო - მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ პრეზიდენტისთვის.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები