"ჯეიმს ბონდი გამომიყვანეს" - რას ყვება ამერიკის მოქალაქე, რომელიც აქციაზე ძალის გამოყენებით დააკავეს
სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს ჩაიდინა თუ არა წვრილმანი ხულიგნობა ამერიკის მოქალაქემ, როცა ანტირუსულ აქციაზე მივიდა და ქართველი ხალხის გვერდით დადგა.
პატრიკ ჰერნანდესი ინგლისურის მასწავლებელია. ის წლებია საქართველოში ცხოვრობს. ჰერნანდესი სამართალდამცველებმა პარლამენტთან მხოლიდ იმიტომ დააკავეს, რომ პოლიციელის მითითება ვერ გაიგო.
ამერიკის მოქალაქე "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ დაპატიმრების შემდეგ სცემეს, განყოფილებიდან განყოფილებაში ატარეს და პრაქტიკულად, ჯეიმს ბონდად გამოაცხადეს.
უბრალოდ, ვიდექით და ვაპროტესტებდით კანონის ფარგლებში. წამებში გააწყვიტეს, რომ დავეჭირეთ და სასტიკი ცემა დაგვიწყეს. შემედგ ჯერ ვარკეთილში წაგვიყვანეს, მერე დიღომში. არ ვიცი რას გვერჩოდნენ. ქართული არ მესმის, არ ვიცი რას გვეუბნებოდნენ, უბრალოდ გვირტყამდნენ. შემდეგ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს აგენტი ვარ, საქართველოში ძალადობისთვის ჩამოვედი. ჯეიმს ბონდი გამომიყვანეს, რაც სასაცილოა. მასწავლებელი ვარ ინგლისურის და საქართველო მიყვარს. ამის გამო ჩამოვედი და დავრჩი რამდნეიმე წლის წინ, - ამბობს ამერიკის მოქალაქე.
ცნობილია ასევე, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ და მანუჩარ ცაცუამ დღეს საქართველოს 5 მოქალაქე დააჯარიმეს. მათ გამოძიება გზის უკანონოდგააკეტვას ედავებოდა.