"მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო" - ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება

27.05.24 17:25
"მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო" - ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება

ქვეყნის ყველაზე გავლენიანი იურისტები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ დაძლიოს ვეტო და გაითვალისწინოს სალომე ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნები. განცხადება ამის შესახებ იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს. იურისტები ყველა იმ მიზეზებზე და საფრთხეებზე საუბრობენ, რის გამოც აღნიშნული კანონი მიღებული არ უნდა იქნეს. 

ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ 21 უმსხვილეს იურიდიულ კომპანიას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს შესაძლებლობა, არ დაძლიოს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები. 
ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პრაქტიკულად, გამორიცხავს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის ულფბებესა და თავისუფლებებს. კანონი არ ემსახურება განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საჭიროებას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სტიგმატიზირებას. ზედმეტ და საზიფათო უფლებებს ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რაც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, მათ შორის, გამოხატვის, სიტყვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების და სხვა მნიშვნელლოვანი და ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გაუმართლებელ არაპროპორციულ შეზღუდვას. მედია სივრცის დავიწროებას და სამოქალაქო საზოგადოების პარალიზებას. კანონის შენარჩუენება, ამავე დროს, საქართველოს საერტაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციაში აქცევს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მოქმედება სცდება ზოგიერთი სუბიექტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. შესაძლებელია, გახდეს განსხვავებული აზრის დევნის საშუალება და შემქნას ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარების შესაძლებლობა. 
ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეიცავს კანონის დეტალურ, მუხლობრივ შეფასებას, მის შედარებას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშ არსებულ საკანონმდებლო პრაქტიკასთან და რომელიც ასკვნის, რომ კანონი შეუსაბამოა საერთაშორისო კონვენციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და ტავისუფლებებთან.
ამავე დროს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვა არასათანადო წესით, არადემოკრატიულად და პროფესიული წრეების და ფართო საზოგადოების სრული იგნორირებით. 
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართელოს პარლამენტს, არ დაძლიოს საქართელოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირეული შენიშვნები, - ამბობს  ქეთევან ქარცხავა.

 

 

მსგავსი სიახლეები