ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა - დაჯარიმდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სხვა აქტივისტებიც
სასამართლო კლანი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების გასამართლებას დაჩქარებული წესით აგრძელებს. საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მსახიობ ნატალია ყიფშიძის საქმე განიხილეს, რომელსაც გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა. მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მსახიობი 500 ლარით დააჯარიმა.
ალოგიკური იყო საერთოდ ყველაფერი. ჩვეულებრივად, სპექტაკლი ვითამაშეთ, სადაც ვუყურებდით კედელს და მეუბნებოდნენ, რომ იქ ცა იყო, არადა, იქ აშკარად კედელი იყო, - თქვა ნატალია ყიფშიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
დღესვე გაიმართა სხვა აქტივისტების პროცესებიც. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ლუკა შველიძე, საბა ბირკაია, ბაჩო ძანძავა და ნიკა ხოსროშვილი ასევე 500 ლარით დააჯარიმა. ყველა მათგანს გამოძიება გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა.