ქრისტემ იცოდა, რომ ერთი გასცემდა, საქართველომ იცის, რომ 90 უღალატებს - ნანკა კალატოზიშვილი

28.05.24 13:57
ქრისტემ იცოდა, რომ ერთი გასცემდა, საქართველომ იცის, რომ 90 უღალატებს - ნანკა კალატოზიშვილი

ბიბლიური ელფერის ღამე იყო, ქრისტემ იცოდა, რომ ერთი მათგანი გასცემდა, საქართველომ იცის, რომ 90 უღალატებდა, - ეს სიტყვები სმახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტთან აქციაზე ყოფნისას წაიკითხა. ხელოვანი ამბობს, რომ ქვეყნის ღალატი, რომელსაც დღეს ხელისუფლება გეგმავს, ისტორიაში შევა. 

ბიბლიური ელფერის ღამე იყო, ქრისტემ იცოდა, რომ ერთი მათგანი გასცემდა, საქართველომ იცის, რომ 90 უღალატებდა... ესეც სიმბოლურია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე ხდება ეს ყველაფერი. დაუჯერებელია, რომ დღეს ცოცხლად უნდა ვნახო ის, რასაც წიგნებში ვკითხულობდი და ქვეყნის ღალატზე ვისმენდი, არ ვიცი, გადაღებულ ფილმებში ვუყურებდი. ამას ვუყურებთ და ეს ღალატიც ალბათ შევა მერე ბავშვების სკოლის წიგნებში, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.  

მსგავსი სიახლეები