სებ-მა სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი გაიტანა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი სავალუტო აუქციონი განახორციელა და გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა. აღნიშნული თანხიდან ბაზარმა 48.7 მილიონი დოლარი აითვისა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
ინტერვენციის შედეგად Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში დოლარის ღირებულება, რაც იქამდე 2.8149-ს შეადგენდა, ჯერ 2.7829-მდე შემცირდა, ხოლო ამჟამად ის 2.7910-ს შეადგენს.
სებ-მა წინა აუქციონი 16 მაისს გამართა და 60 მილიონი დოლარი გაყიდა.