"ოცნებამ" საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე სამჯერ მოაწერა ხელი, ეს არის მეოთხე და საკონტროლო - მამა ზაზა
"ოცნებამ" საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე სამჯერ მოაწერა ხელი, ეს არის მეოთხე და საკონტროლო, - ამის შესახებ მამა ზაზა საუბრობს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან აქციაზე იმყოფება. სასულიერო პირი პირდაპირ ამბობს, რომ მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში მსგავსი სამარცხვინო პარლამენტი ჯერ არ ყოფილა.
ეს არის მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, რაც ყოფილა. სამჯერ მოაწერეს თავიანთ სასიკვდილო განაჩენს ხელი. ეს არის მეოთხე და საკონტროლო, რომელიც არ უნდა გააკეთონ, შეიძლება წუთებია დარჩენილი. ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი და ჩვენ გვენანება ისინი, იმიტომ, რომ ჩენი მოძმეები არიან, სისხლით და ხორცით ნათესავები და აი, ამ საშინელებისთვის, რომელიც თავიანთ თავს განუმზადეს ღმერთის წინაშე და ისტორიის წინაშე, ეს არის საშინელება. ვერასდროს ჩამოირეცხავენ ამ ლაქას, - ამბობს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.