"სად ბანაობთ?" - ბახალა "ოცნების" ამომრჩეველს
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს "ოცნებამ", მას უკვე მოღალატის სახელი აქვს. ხელოვანი მმართველი პარტიის ამომრჩეველსაც მიმართავს და ამბობს, რომ ისინი თავს იტყუებენ.
რაც არ უნდა ვიღაცეებმა უკან დაიხიონ და გაიტანონ, მე მაინც მათ მოღალატეებს ვარქმევ და ეს იქნება ერთადერთი მიზეზი ხმის არმიცემის. აღარ აქვს არაფერს მნიშვნელობა ესენი როგორ მოიქცევიან, გაიტანენ ამ კანონს, მაგრამ ჩენ ხომ არ დავიშლებით? რატომ აქვთ მაგის ილუზია, რომ ამას როდესმე დაშლიან? ამათ ამომრჩეველთან მაქვს უკვე პრობლემა, მართლა როგორ გგონიათ, თავს როგორ იტყუებენ, რომ ეს ასეა... რაღაც ფოტოები რომ გვხვდება შემოხაზული თავების და ილუზიას იქმნიან, რომ ეს ადამიანები იქ კოპირებულები არიან და გამრავლებულები. სად ბანაობენ? მართლა ვერ ვხვდები, უკვე რაღაცნაირი დიაგნოზია ქოცობა, - ამბობს
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.