1%-ს მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ვეტოს არ დაძლევენ - Loudspeakers-ის ვოკალისტი
Loudspeakers-ის ვოკალისტი ლევან ლაუდაძე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქციაზე იმყოფება, იმედოვნებს, რომ უმრავლესობა ვეტოს არ დაძლევს, რადგან მისი თქმით, "ოცნებას" ძალიან ეშინია იმ ქმედებების, რაც რუსული კანონის მიღებას მოჰყვება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
არ აქვს მნიშვნელობა, ხელოვანი, იურისტი, ექიმი, ეკონომისტი, ყველანი ვართ საქართველოს შვილები და ყველას გვიყვარს საქართველო. როდესაც ჩვენ ვდგავართ აქცია, ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, რუსულ რეჟისმ ვეუბნებით არას, აქ უკვე ყველანაირი რეგალია იხსნება და ყველანი ვართ ჩენი საქართველოს რიგითი ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ. მე არ მაქვს ბოლომდე იმის იმედი, რომ ისინი ვეტოს არ დაძლევენ. ისინი ვეტოს დაძლევენ, თუმცა 1%-ს მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ისინი ვეტოს არ დაძლევენ, იმიტომ არა, რომ მათ ჩვენი ქვეყანა უყვართ, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ იმ ქმედებების, რომელიც ამას მოჰყვება", - ამბობს Loudspeakers-ის ვოკალისტი ლევან ლაუდაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.