რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა თვითმკვლელობა სცადა - რა მოხდა გლდანის ციხეში
რეპრესიები რუსული კანონის დამტკიცებიდან ერთ დღეში - დაკავებულ აქტივისტებს ციხეში, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ.
დღეს ცნობილი ხდება, რომ გლდანის ციხეში ერთ-ერთმა დაკავებულმა თვითმკველობა სცადა. ამ ახალგაზრდის გვარს ჩვენ განზრახ არ ვასახლებთ, მან თვითდაზიანების მიყენება ბასრი საგნით სცადა. მიზეზი მისი ადვოკატების მტკიცებით, თანამესაკნეების მიერ წინაწარ ორგანიზებული ძალადობა იყო.
მომხდარის შესახებ გლდანის ციხის ადმინისტრაციას განცხადება არ გაუვრცელებია.
"ნამდვილად არასათანადო და გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. პატიმრების მხრიდან ჰქონია ადგილი დაპირისპირებას. დღეს სახალხო დამცველის წარმოამდგენელი შედის მასთან", - ამბობს ადვოკატი.
პატიმარი ახალგაზრდის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს მისი ოჯახის წევრიც.
არის რასაც ჰქვია თანამშრომლების საკანში მოხვედრილი. 60 წლის ხალხთან ერთად ზის და ეუბნებიან, შენ ბავშვი ხარ, ჩვენთან რა გინდა. უთქვამთ, შე ასეთოოო, მამაშენცი ეგეთია, ყურადღება რომ არ მოგაქცია, რა გინდოდა აქციაზეო.
დაკავებულის დედა კი ამბობს, რომ უსამართლობაა, როდესაც ქვეყნის თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გასულ გულანთებულ ახალაგაზრდებს ხელისუფლება ასე ექცევა.
რაღაც 400 ლარიანი ჟეშტის გულისთვის 19 და 22 წლის ახალგაზრდების ციხეში 6 წლით ჩასმა არ უნდა იყოს. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ მთავრობამ. ჩემი შვილი იდგა იქ, სადაც მთელი საქართველო დგას, თავისუფალი საქართველოს გულისთვის.
დაკავებულ აქტივისტს გამოძიება პარლამენტის მიმდებარედ რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება, რომლითაც სახელმწიფოს 400 ლარიანი ზარალი მიადგა.