"იმის ნაცვლად, რომ ქურდობებზე, ფემიციდზე მუშაობდნენ, ჩემს ფბ-ს სტალკავენ" - რას ედავება გამოძიება სანდრო ქინქლაძეს

29.05.24 13:48
"იმის ნაცვლად, რომ ქურდობებზე, ფემიციდზე მუშაობდნენ, ჩემს ფბ-ს სტალკავენ" - რას ედავება გამოძიება სანდრო ქინქლაძეს

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.  კრიმინალურ პოლიციაში ჩვენების მისაცემად ყოველდღიურად იბარებენ აქტივისტებს. მათ შორის იყო სანდრო ქინქლაძემ, რომელმაც გამოძიებას ჩვენება არ მისცა და მისი პროცესი საქალაქო სასამართლში ჩაინიშნა, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

დაკითხვის დროს ცდილობდნენ ნებისმიერ ადამიანზე საწინააღმდეგო ჩვენება მოეპოვებინათ და რამე დამცდენოდა. დავა არის ბლოკირებაზე და მნიშვნელოვანი შენობების ხელში აღებაზე. ასეთი სიტყვები თქვა გამომძიებელმა. ფაქტობრივად, დაწყებული აქვთ მგონი რევოლუციურ მცდელობაზე ამათ გამოძიება. 

ის რესურსი, რომელიც ახლა ფემიციდის ქურდობის, მკვლელობების წინააღმდეგ უნდა მუშაობდეს და "კაი ბიჭების" ინსტიტუტს უნდა ანგრევდეს, ჩემს ფეისბუკს სტალკავენ და ეგრე ჩემი ქრაშიც სტალკავს ჩემს ფეისბუკს", - ამბობს ქინქლაძე.

ადვოკატის თქმით, რაიმე მსგავს ფაქტსთან, რასაც სანდრო ქინქლაძეს გამოძიება ედავება, მას ადგილი არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები