როცა სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი იცავს პარტიას, ნიშნავს, რომ ეს მეცნიერება დაქვემდებარებულია პარტიას - ჯანაშია
მარტო კაცის ტაშის კვრა და დიდი უხერხულობაში გახვეული რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი - ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ როდესაც სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი თავს ვალდებულად თვლის, რომ დაიცვას პარტია, ნიშნავს, რომ ეს მეცნიერება დაქვემდებარებულია პარტიას.
ჯანაშიას თქმით, ეს გამოსვლა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსული კანონის უარყოფით ეფექტებს და იმას, რომ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა სულ უფრო რთული გახდება.
ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ სულ უფრო და უფრო რთული გახდება ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის, რომ იმუშაოს თავის უცხოელ პარტნიორებთან. როცა სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი თავს ვალდებულად თვლის, რომ დაიცვას პარტია, ნიშნავს, რომ ეს მეცნიერება დაქვემდებარებულია პარტიას და პარტიის ინტერესებს ემსახურება და არა მეცნიერების ინტერესებს.
გადავიდა გერმანიის მთავრობისთვის რეკომენდაციების გაცემაზე და ითხოვა, რომ თარჯიმანი არ კონსულტანტი შეეცვალათ და საინტერესო იყო ეს თარჯიმანი და კონსულტანტი რას ეტყოდნენ გერმანიის ელჩს. ეტყოდნენ, რომ ტაში დაუკრა ჩვენმა საზოგადოებამ, უყვარს ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თუ სხვა", - ამბობს სიმონ ჯანაშია.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი დიდ უხერხულობაში ეხვევა. რუსული კანონისა და მოღალატეობრვიი აქტის მიმღები ხელისუფლების დაცვა თეიმურაზ დოჭვირს ძვირი უჯდება.
სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული ვიდეო, რომლითაც ირკვევა, რომ DAAD-ისა და რუსთაველის ფონდის ერთობლივ ღონისძიებაზე თამაზ დოჭვირმა ერთი ადამიანიც კი ვერ მონახა დარბაზიდან, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას ტაშს დაუკრავდა. ტაში არა თუმცა ხალხისგან მიიღო კრიტიკა.