სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით - ცოტნე აბესაძე

31.05.24 18:03
სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით - ცოტნე აბესაძე

„ძალიან სასაცილოა მთელი ეს პროცესი, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის რუსული რეჟიმი ახალგაზრდების შეშინებას სასამართლოში დაბარებით.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის საკრებულოს წევრმა, ცოტნე აბესაძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცოტნე აბესაძის თქმით, ვერ შეაშინებენ, რადგან სამშობლოს სიყვარული ყველაზე მაღლა დგას.

ძალიან სასაცილოა, როდესაც გვიბარებენ და რასაც გვეკითხებიან, თუ რამდენი ხალხი ვიყავით, რას ვაკეთებდით და ა.შ. ივანიშვილის რუსული რეჟიმი ცდილობს ახალგაზრდების შეშინებას სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ყველანი, ვინც იქ ვდგავართ, ვდგავართ სამშობლოს სიყვარულის გამო და ერთადერთი თუ რამეში შეიძლება ჩვენ ეჭვმიტანილები ვიყოთ, ეს არის სწორედ საქართველოს სიყვარული და ვიდგებით იქამდე, სანამ საქართველოს არ დავიხსნით ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან.“- განაცხადა ცოტნე აბესაძემ

მსგავსი სიახლეები