26 ოქტომბრის არჩევნები შესაძლოა, არალეგიტიმურად გამოცხადდეს - ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნა
26 ოქტომბრის არჩევნები შესაძლოა არალეგიტიმურად გამოცხადდეს. ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მწვანე შუქი უნდა აუნთოს, უმძიმეს დასკვნას აქვეყნებს. თუ რუსული კანონი არ გაუქმდება, დარღვეული იქნება ადამიანის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის უფლებები, ამ პირობებში კი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ შეფასდება! - ვენეციის კომისიის შემდეგ, ეს არის რეპრესიული კანონის ყველაზე ვრცელი სამართლებრივი შეფასება.
კანონის გაკეთილშობილება წარმოუდგენელია - ის უნდა გაუქმდეს - ასეთია ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაციის მოთხოვნა. თუმცა ეუთომ ოცნებისგან წაუკითხავი უარი მიიღო. ოცნება საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო ოდირის დასკვნის არგათვალისწინებამ შესაძლოა უმძიმესი შედეგები გამოიღოს და ქართული ოცნების მიერ ჩატარებული არჩევნები აღიარების გარეშე დარჩეს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში