საბედისწერო ჩაფრენა პარიზის აეროპორტში - ევროპაში ჩასულ ანტიევროპელ ელისო ბოლქვაძეს მონა ეძახეს
საბედისწერო ჩაფრენა პარიზის აეროპორტში. ევროპაში ჩასულ ანტიევროპელ დეპუტატს მონა ეძახეს. ელისო ბოლქვაძეს აშკარად არ გაუმართლა. ვიდეომ პარიზის აეროპორტიდან სოციალური ქსელი მოიცვა. რა გინდათ პარიზში, წადი რუსეთში- ეძახდნენ ბოლქვაძეს ქართველი მგზავრები, რომლებმაც ოლიგარქის პიანისტ დეპუტატს კითხვა რუსულ კანონზე დაუსვეს.
მონის ხსენებაზე მართალია ბოლქვაძე აეროპორტში წყობიდან გამოვიდა, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში თავად დაწერა აღიარება, რომ ამ მონობით ბედნიერია. ახლა დეპუტატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მწვანე ღილაკზე თითის დაჭერით ქვეყანას ევროპული მომავალი წაართვა, თავად ევროპის შუაგულში, პარიზში ისვენებს. მის სახლთან თბილისში კი უკვე გაჩნდა წარწერწები - ბოლქვაძე მონა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.